(KA) (PDF) – ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში: პრაქტიკული სახელმძღვანელო იურისტებისთვის | კახაბერ ასლანიშვილი et al.


უფლება ჯანმრთელობაზე დიდი ხნის მანძილზე მიჩნეული იყო, როგორც “მეორე თაობის უფლება”, რაც გულისხმობს, რომ იგი არ სრულდება ეროვნულ დონეზე და შედეგად, მის განხორციელებას არასათანადო ყურადრება ეთმობა. თუმცა ეს მიდგომა მნიშვნელოვნად შეიცვალა, რადგან სხვადასხვა ქვეყნებმა უფლება ჯანმრთელობაზე და მისი ძირითადი ელემენტები, როგორც ფუნდამენტური უფლება, შეიტანეს საკუთარ კონსტიტუციებში და შიდა კანონმდებლობაში. ეროვნული სასამართლოების მნიშვნელოვანმა გადაწყვეტილებებმა, განსაკუთრებით აზიაში, აფრიკაში და ლათინურ ამერიკაში, კიდევ უფრო შეუწყო ხელი ჯანმრთელობაზე უფლების რეალიზებას და ამ მიმართლებით სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.

მიუხედავად ამ და სხვა პოზიტიური ცვლილებების შედეგად მიღწეული პროგრესისა ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის უმაღლესი სტანდარტების დაკმაყოფილების მიზნით, უფლება ჯანმრთელობაზე არ არის სრულად რეალიზებული და ხელმისაწვდომი ყველასთვის დისკრიმინაციის გარეშე, რადგან მრავალი მარგინალური და დაუცველი ჯგუფისათვის ჯანმრთელობის დაცვის მაღალი სტანდარტი კვლავ მიუწვდომელია. ხშირად, ჯანდაცვის პროვაიდერებთან ურთიერთობას თან ახლავს დისკრიმინაცია, შეურაცხყოფა და უფლებების დარღვევა. გაეროს გენერალური ასამბლეისადმი წარდგენილ ანგარიშში, რომელიც ინფორმირებულ თანხმობასა და უფლებას ჯანმრთელობაზე ეხება, ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს პირადი ცხოვრებისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას. პაციენტებსაც და ექიმებსაც სჭირდებათ დახმარება, რომ ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თავიდან აირიდონ, გამოავლინონ და აღადგინონ დარღვეული უფლებები, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც პაციენტსა და ექიმს შორის ურთიერთობისას განსხვავებული ნდობის ხარისხისა და არათანაბარი ცოდნის და გამოცდილების შედეგად არსებულ უთანასწორო შესაძლებლობებს, კიდევ უფრო ამძაფრებს სხვადასხვა სოციალურ- ეკონომიკური ფაქტორი, როგორიცაა კლასი, სქესი, ეთნიკური წარმომავლობა და სხვა.


PDF file, 260 pages

via: www.gyla.ge

Advertisements

Leave a comment

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s