(KA) (EN) (PDF) – მულტილინგვურ განათლებასთან დაკავშირებულ ტერმინთა თარგმნით- განმარტებითი ლექსიკონი | კახა გაბუნია, შალვა ტაბატაძე, ნინო ფერაძე


საქართველო მრავალეროვანი და მულტიკულტურული ქვეყანაა; უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სკოლა და საზოგადოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოებული სწორი და ქვეყნის სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეთა საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე ორიენტირებული პოლიტიკა. იმავდროულად, ქვეყანა ვალდებულია, დაიცვას სახელმწიფო ენის ინტერესები. უმცირესობათა ინტერესებისა და ევროპის საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მხარს უჭერს და მიესალმება ინიციატივებს, რომლებიც მულტილინგვური განათლების განვითარებისა და ადგილობრივ სიტუაციაზე ადაპტაციისკენაა მიმართული.

ბუნებრივია, მულტილინგვურ განათლებასთან დაკავშირებული ტერმინოლოგია საქართველოში მოქმედი პედაგოგებისათვის ხშირად გაუგებარია, ვინაიდან ეს მიმართულება ენათა სწავლებაში სრულიად ახალია. იგი ევროპაშიც სულ რამდენიმე წელია, რაც დაინერგა.

2007 წელს ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით, ქართულად ითარგმნა ევროპის საბჭოს ენობრივი პოლიტიკის ათი დოკუმენტი. ამ დოკუმენტების ქართულად თარგმნისას გამოვლენილი თანამედროვე ენობრივი ტერმინოლოგია საფუძვლად დაედო წინამდებარე ნაშრომს. მასში წარმოდგენილია მულტილინგვურ განათლებასთან დაკავშირებულ ტერმინთა თარგმნითი და განმარტებითი ლექსიკონები.


PDF file, 130 pages

via: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

Advertisements

Leave a comment

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s