(KA) (PDF) – სპეციალურ ტერმინთა შედგენის ზოგადი პრინციპები და სიტყვაწარმოების საკითხები თანამედროვე სამედიცინო ტერმინოლოგიაში | ნანა ამირანაშვილი


ქართული სამედიცინო ტერმინოლოგია საუკუნეთა მანძილზე იქმნებოდა. უშუალო კავშირები ბერძნულ, რომაულ, არაბულ სამყაროსთან, მათ აღიარებულ სამედიცინო ცენტრებთან განაპირობებდა სამედიცინო ლექსიკის შემოტანას და დამკვიდრებას. დროთა განმავლობაში იგი ორგანულად ერწყმოდა ქართული მედიცინის სკოლების ორიგინალურ შემოქმედებას. XIX ს-ის ბოლოსა და XX ს-ის დასაწყისში, როცა სამედიცინო ტერმინოლოგია ლათინურ ენაზე დაკანონდა და ყველა ქვეყანას მიეცა მისი თარგმნის უფლება, საქართველოში დაიწყო ქართული სამედიცინო ტერმინოლოგიის შემუშავების ახალი ეტაპი. ამ მნიშვნელოვან წამოწყებას ხელმძღვანელობდნენ ცნობილი მოღვაწეები: სპ.ვირსალაძე, ს.ყაუხჩიშვილი, ალ.ნათიშვილი, ზ.მაისურაძე, ნ.ყიფშიძე და სხვები. ათწლეულების მანძილზე ქართული სამედიცინო ტერმინოლოგია იხვეწებოდა, მდიდრდებოდა, ივსებოდა. დადებით ელემენტებთან ერთად ამ მოვლენას თან ახლდა რიგი უარყოფითიც. ტერმინთა მრავალფეროვნებას თან მოჰყვა მათი სიჭრელეც. პროფ.ზ.მაისურაძემ თავის დროზე (1947წ) იტვირთა ამ ტერმინოლოგიის უნიფიკაცია, რაც მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ქართული სამედიცინო ტერმინოლოგიის შემუშავებისა და დამკვიდრების გზაზე, მაგრამ თვითონ მის ნაშრომშიც და სამედიცინო დარგის ცნობილ სპეციალისტთა სახელმძღვანელო შრომებში დღემდე რჩება გარკვეული სიჭრელე, რაც სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზებით აიხსნება. განსხვავებული თარგმანები ხშირად გვხვდება განსაკუთრებით ლათინური წარმოებული სიტყვების გადმოსაცემად. ამიტომ დავინტერესდით ამ საკითხებით.


PDF file, 155 pages

via: www.nplg.gov.ge

Advertisements

Leave a comment

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s